ჯეიმს ჰარდენმა ქალს ტელეფონი წაართვა და სახურავზე მოისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჰიუსტონ როკეტსის" კალათბურთელმა ჯეიმს ჰარდენმა ღამის კლუბში მომხდარ ჩხუბში მიიღო მონაწილეობა.

ჰარდენი პოლიციის მიერ მომზადებულ დასკვნაში ფიგურირებს.

ინციდენტი სკოტსდეილის კლუბ Mint-ში მოხდა. ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ კლუბში ჩხუბი ჰარდენის გარემოცვიდან ერთ-ერთმა ადამიანმა დაიწყო და ის ყველაფერს იღებდა, თუმცა შემდეგ ჰარდენი მას მიუახლოვდა, ტელეფონი წაართვა და შენობის სახურავზე ააგდო.

ჩხუბი კლუბი დაცვის წევრებმა გაანეიტრალეს. ხოლო ქალი ამბობს, რომ შემდეგ ჰარდენის გარემოცვიდან ერთ-ერთმა მას ტელეფონის სანაცვლოდ 200 დოლარი მისცა, ხოლო ჰარდენმა მას მოგვიანებით კიდევ 300 დოლარი მისცა. ქალმა ფული აიღო და ასევე
სახურავიდან ტელეფონიც ჩამოიტანა.

სკოტდეილის პოლიციაში აცხადებენ, რომ ინციდენტს იძიებენ, მაგრამ ჰარდენი მოწმის სტატუსით ჰყავთ აღრიცხული.

altჯეიმს ჰარდენმა და მარიო ჩალმერსმა ლამის პარკეტზე იჩხუბეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული