"გოლდენ სტეიტი" ტრავმირებული სტეფ კარის გარეშე "კლიპერსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "გოლდენ სტეიტი" ლოს-ანჯელესში ადგილობრივ "კლიპერსთან" ოვერტაიმში 121:116 დამარცხდა.

ეს მათი მესამე მარცხია მიმდინარე სეზონში. ვარსკვლავური გუნდი აქამდე "დენვერთან" და "ლეიკერსთან" დამარცხდა.

პარკეტზე საუკეთესო იყო კევინ დურანტი, რომელმაც 39 წუთი გაატარა და ამ დროში 33 ქულა, 10 პასი და 11 მოხსნა მიითვალა, თუმცა მისი მონაგარი გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სტეფ კარის, რომელმაც ტრავმა "მილუოკისთან" მატჩში მიიღო.

მარცხის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი დასავლეთ კონფერენციაში პირველ პოზიციას ინარჩუნებს.

alt

დამარცხდა" style="height: 50px; width: 50px;" />სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო, "გოლდენ სტეიტი" "მილუოკისთან" დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული