ლებრონის შოუ მაიამიში - ჯეიმსმა ყოფილ გუნდს 51 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "მაიამის" ესტუმრა და 16-ქულიანი სხვაობით, 113:97 დაამარცხა.

მატჩი სტუმართა ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის ბენეფისად იქცა, რომელმაც 51 ქულა ჩააგდო, რასაც 3 პასი და 8 მოხსნა დაამატა.

ეს მის კარიერაში მე-12 შემთხვევაა, როცა ერთ შეხვედრაში 50 ქულაზე მეტი მოიპოვა.

მაიამელთაგან საუკეთესო კი უეინ ელინგტონი იყო, რომელმაც 19 ქულას, 1 პასს და 2 მოხსნას მოუყარა თავი.

ამ გამარჯვების შემდეგ "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციაზე და საპლეიოფო ზონაშია, "მაიამი" კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილს იკავებს.

დღის სხვა მატჩები:

მინესოტა
- მემფისი 87:100
ვაშინგტონი - პორტლენდი 109:119
ორლანდო მეჯიქი - ნიუ იორკ ნიქსი 131:117
სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 104-92


altლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში ჩაგდებული ქულებით მეხუთეა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული