ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე დეტროიტი მილოუკისთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გვიან ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "დეტროიტი" სტუმრად "მილოუკისთან" 98:121 დამარცხდა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ზაზა ფაჩულიას, რომელმაც "ორლანდოსთან" მატჩში ფეხზე ტრავმა მიიღო.

საუკეთესო შედეგი სტუმართა კალათბურთელს, ბლეიკ გრიფინს ჰქონდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 33 წუთში 29 ქულას, 4 პასს და 9 მოხსნას მოუყარა თავი, თუმცა საკუთარ გუნდს გამარჯვებაში მაინც ვერ დაეხმარა.

"მილოუკის" შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი - 25 ქულა ბრუკ ლოპესმა ჩააგდო.

"დეტროიტმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ახლა 16 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში
მე-8 ადგილს იკავებს.

"პისტონსი" შემდეგ შეხვედრას 3 იანვარს, ჩვენი დროით 05:00 საათზე "მემფისთან" გამართავს.

დღის სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა:

ტორონტო-იუტა 122:116
დენვერი-ნიუ იორკ ნიქსი 115:108
საკრამენტო-პორტლენდი 108:113
ლოს ანჯელეს კლიპერსი-ფილადელფია 113:119

altზაზა ფაჩულიამ NBA-ში 2018 წლის ბოლო მატჩში 8 ქულა ჩააგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული