"ჰიუსტონმა" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა - ჯეიმს ჰარდენის წარმოუდგენელი სამიანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გვიან ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა.

ცენტრალური მატჩი კალიფორნიაში გაიმართა, სადაც "ჰიუსტონი" "გოლდენ სტეიტს" ეწვია და გამარჯვებას ოვერტაიმის ბოლო წამზე მიაღწია (135:134).

შეხვედრის გმირი სტუმართალიდერი ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც 44 წუთში 44 ქულა დააგროვა, რასაც 15 პასი, 10 მოხსნა და 2 ბლოკიც დაუმატა.

მასპინძელთაგან კი საუკეთესო შედეგი სტეფ კარის ჰქონდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 40 წუთში 35 ქულას, 6 პასს და 3 მოხსნას მოუყარა თავი.

პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე ერთი წამით ადრე, როდესაც ანგარიში 132:134 იყო, ჯეიმს ჰარდენმა ურთულესი სამქულიანი
ისროლა, რომელმაც მიზანს მიაღწია და "ჰიუსტონმაც" მნიშვნელოვანი მოგება ჩაიწერა.


"როქეთსი" 22 მოგებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, "გოლდენ სტეიტი" კი მე-3-ეა და 25 გამარჯვება და 14 წაგება აქვს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი - საკრამენტო 117:113
ტორონტო - სან ანტონიო 107:125

alt"დეტროიტმა" გამარჯვების გემო გაიხსენა - ზაზა ფაჩულია ისევ არ ჩანს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული