"ნიუ იორკ ნიქსის" 23 წლის თავდამსხმელი კრისტაპს პორზინგისი "დალას მავერიქსში" გადაბარგდა. ამის შესახებ The Athletic-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება.
დღეს "დალასმა" პორზინგისი ტრანსფერში დენის სმიტის მონაწილეობით შეიძინა.
ლატვიელმა "ნიუ იორკ ნიქსი" გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის გამო დატოვა.
ის "ნიუ იორკმა" დრაფტზე 2015 წელს აიყვანა და ამ სეზონში ტრავმის გამო ვერ თამაშობს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორზინგისი "სან ანტონიოში" გააგრძელებდა კარიერას.