"დეტროიტმა" პირველი მეოთხედი 18 ქულით მოიგო, მაგრამ მაინც დამარცხდა - ზაზას 25 წუთი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს მორიგი მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა", რომელმაც სახლში "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 101:111 დათმო.

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 18-ქულიანი სხვაობით (40:22) მოიგო, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედები ჯამში 27 ქულით წააგო და საბოლოო გამარჯვებაც ხელიდან გაუშვა.

"პისტონსის" ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 24:49 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 5 ქულას, 1 პასს და 8 მოხსნას მოუყარა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი სტუმართა კალათბურთელი ლუ ვილიამსი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 39 ქულა, 9 პასი და 3 მოხსნა მოუტანა.

ბლეიკ გრიფინმა
ყოფილ გუნდთან ორმაგი დუბლი შეასრულა, მან 24 ქულა, 6 პასი და 11 მოხსნა მიითვალა.

"დეტროიტს" 22 მოგება და 29 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს.

ზაზა ფაჩულიას გუნდი 5 თებერვალს, ჩვენი დროით 04:00 საათზე "დენვერს" შეხვდება.

alt"დეტროიტმა", როგორც იქნა, მოიგო - ზაზა ფაჩულიას 4 ქულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფაჩულიას დიდი გულშემატკივარი ვიყავი... ახლა აღარ ვუყურებ საერთოდ. მე ამხელა პროფესიონალ კაცს რა უნდა ვასწავლო, მაგრამ კალათბურთი კალათში ბურთის ჩაგდების გარეშე როგორ უნდა ითამაშო, აი ეს მომკალით და არ მესმის!
aburjga
20:17 03-02-2019
1
ფაჩულიას ტყუილად კი არ აკრიტიკებენ, ისე ეშინია კალათში სროლა თითქოს თავს მოაჭრიან რო ააცილოს.
!!!!!!!!!
19:01 03-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული