NBA. პლეი-ოფი: კავაის 37 ქულა, "პორტლენდი" 2:0 დაწინაურდა, დეროზანმა "სპურსს" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
17 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ტორონტომ" "ორლანდო მეჯიქსს" უმასპინძლა და ანგარიშით 111:82 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "ტორონტომ" სერიაში ანგარიში 1:1 გახადა.

მასპინძლებს კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 37 ქულა ჩააგდო.  კაილი ლაურიმ 22 ქულა მიითვალა.

ტორონტო - ორლანდო 111:82

"დენვერ ნაგეტსმა" "სან ანტონიოს" 114:105 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

დემარ დეროზანის (31) და ლამარკუს ოლდრიჯის (24) 55 ქულა "სან ანტონიოს" მოგებისთვის არ ეყო.

"დენვერიდან" ნიკოლა იკოიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა - სერბმა
21 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

დენვერი - სან ანტონიო 114:105

"პორტლენდმა" შინ "ოკლაჰომას" 114:94 სძლია და სერიაში 2:0 დაწინაურდა. კრისტიან ჯეიმს მაკკოლუმმა ყველაზე მეტი, 33 ქულა მიითვალა, დემიენ ლილარდმა კი 29 ქულა ჩააგდო.

"ოკლაჰომადან" პოლ ჯორჯი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა, სტივენ ადამსმა - 16, ხოლო რასელ უესტბრუკს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - მან 14 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა მიითვალა.

პორტლენდი - ოკლაჰომა 114:94

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული