17 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.
"ტორონტომ" "ორლანდო მეჯიქსს" უმასპინძლა და ანგარიშით 111:82 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "ტორონტომ" სერიაში ანგარიში 1:1 გახადა.
მასპინძლებს კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 37 ქულა ჩააგდო. კაილი ლაურიმ 22 ქულა მიითვალა.
ტორონტო - ორლანდო 111:82
"დენვერ ნაგეტსმა" "სან ანტონიოს" 114:105 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
დემარ დეროზანის (31) და ლამარკუს ოლდრიჯის (24) 55 ქულა "სან ანტონიოს" მოგებისთვის არ ეყო.
"დენვერიდან" ნიკოლა იკოიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა - სერბმა
21 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.
დენვერი - სან ანტონიო 114:105
"პორტლენდმა" შინ "ოკლაჰომას" 114:94 სძლია და სერიაში 2:0 დაწინაურდა. კრისტიან ჯეიმს მაკკოლუმმა ყველაზე მეტი, 33 ქულა მიითვალა, დემიენ ლილარდმა კი 29 ქულა ჩააგდო.
"ოკლაჰომადან" პოლ ჯორჯი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა, სტივენ ადამსმა - 16, ხოლო რასელ უესტბრუკს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - მან 14 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა მიითვალა.
პორტლენდი - ოკლაჰომა 114:94