NBA. პლეი-ოფი: ჰარდენის რეკორდი, "დეტროიტი" ფაჩულიას გარეშე და ირვინგის 37 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
18 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "მილუოკის" ესტუმრა და ანგარიშით 99:120 დამარცხდა. ეს "ბაქსის" რიგით მეორე გამარჯვებაა სერიაში.

ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. პარკეტზე არც ბლეიკ გრიფინი გამოჩენილა. ანდრე დრამონდმა 18 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ერიკ ბლედსოუმ ჩააგდო, ბერძენმა იანისმა კი 26 ქულას 12 მოხსნა მიამატა.

სერიის მესამე მატჩი 21 აპრილს, ჩვენი დროით 04:00 საათზე, დეტროიტში გაიმართება.

მილუოკი - დეტროიტი 120:99

"ბოსტონ სელტიქსმა" "ინდიანას"
უმასპინძლა და ანგარიშით 99:91 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბოსტონელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

"ბოსტონს" კაირი ირვინგმა ულიდერა, რომელმაც ყველაზე მეტი, 37 ქულა ჩააგდო, რასაც 7 პასი და 6 მოხსნა მიამატა. ახალგაზრდა ჯეისონ ტატუმმა 26 ქულა მიითვალა.

"ინდიანადან" ბოიან ბოგდანოვიჩი 23 ქულით გამოირჩა.

ბოსტონი - ინდიანა 99:91

"ჰიუსტონ როკეტსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და ანგარიშით 118:98 დაამარცხა. წინა ორის მსგავსად, "როკეტსიც" სერიაში 2:0 დაწინაურდა.

კეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - მან 32 ქულა, 10 პასი და 13 მოხსნა მოაგროვა. ბურთი ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ დაკარგა.

ჰარდენი ლიგის ისტორიაში მე-6 კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში ერთზე მეტი სამმაგი დუბლი 30 და მეტი ქულით გაიფორმა.

ჰიუსტონი - იუტა 118:98
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული