2 მაისს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მორიგი მატჩი გაიმართა.
"დენვერმა" "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 90:97 დამარცხდა. ამ მოგებით სტუმრებმა სერიაში ანგარიში 1:1 გახადეს.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 20 ქულა სი ჯეი მაკკოლუმმა მოაგროვა, დემინ ლილარდმა კი მხოლოდ 14 ქულა ჩააგდო.
მასპინძლებისგან ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - სერბმა 16 ქულა, 14 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.