NBA. დასავლეთ კონფერენციის ფინალი: სტეფ კარი კვლავ საოცარია- გოლდენ სტეიტს სუპერფინალამდე ერთი მოგება აშორებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მაისს, გვიან ღამით ნაციონალი საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალის მესამე მატჩი გაიმართა, სადაც "გოლდენ სტეიტმა" "პორტლენდი" სტუმრად 110:99 დაამარცხა.

ოკლანდელები სერიაში 3:0 დაწინაურდნენ და ერთადერთი გამარჯება სჭირდებათ, რათა სუპერფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშონ.

ყველაზე შედეგიანი "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტეფ კარი იყო, რომელმაც მეტოქის ფარში 36 ქულა ჩააგდო, რასაც 3 პასი და 6 მოხსნა დაუმატა.

სამმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა, 12 პასი და 13 მოხსნაა.

"პორტლენდიდან" საუკეთესო კი სი ჯეი მაკოლუმი იყო, მისი მონაგარი 23 ქულა, 5
პასი და 3 მოხსნაა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს ორი ლიდერი - კევინ დურანტი და დემარკუს კაზინსი აკლდათ, სტეფ კარის შესანიშნავი თამაშით კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

მეოთხე მატჩი 21 მაისს, 05:00 საათზე კვლავ პორტლენდში გაიმართება, რომელიც შესაძლოა ამ წყვილში ბოლოც აღმოჩნდეს.

ორ დღეში გასამართ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტს" კევინ დურანტი კვლავ ვერ დაეხმარება.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "მილუოკი" "ტოტონტოს" სერიაში 2:0-ს ამარცხებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალურად:კაზინსი ჯერ ლიდერად არ იყო ჩამოყალიბებული;დურანტი და კარი(რომელიც ბოლო თამაშებში არ იყო ფორმაში) რომ ძალიან მაგრები არიან,ამაზე სხვა აზრი არ არსებობს,თუმცა დღეს-დღეობით გრინია ყველაზე გადამწყვეტი ფიგურა,საოცარ ფორმაშია,გუნდის ხერხემალია;გრინის გარეშე დურანტითა და კარითაც გაუჭირდებათ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული