NBA. "ტორონტომ" "მილოუკის" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისის დილით, გაიმართა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-5 შეხვედრა. "მილუოკიმ" საკუთარ პარკეტზე უმასპინძლა "ტორონტოს" და 6-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 99:105.

შეხვედრა მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, სასტარტო წუთებში 14-ქულიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ და პირველ მეოთხედში კანადელებზე 10 ქულით მეტი ჩააგდეს - 32:22. ამის შემდეგ "ტორონტომ" სიტუაცია გამოასწორა. კავაი ლეონარდმა გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდნენ - ულიდერა გუნდს და მოაგებინა კიდეც.

ბოლო მეოთხედის დაწყების წინ "მილუოკი" 3 ქულით იგებდა, ანგარიში 75:72 იყო. დასაწყისში ფრედ ვანვლითმა სამქულიანი ჩააგდო. ამის შემდეგ კარგა ხანს
კანადელების შემადგენლობიდან კავაი იღებდა ქულებს. შეხვედრის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე "ტორონტო" წინ 4 ქულით გავიდა - 85:81 და კავაის აღნიშნულ მეოთხედში 10 ქულა ჰქონდა. დარჩენილ დროში ისევ "ტორონტომ" ითამაშა უკეთ და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა.

"ტორონტოს" რიგებში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ. კავაიმ 35 ქულა მოუტანა გუნდს, 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა პასკალ სიაკამმა, მას 14 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. კაილი ლოურიმ 17 ქულასთან ერთად 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 7 მოხსნაც მიამატა. ხოლო ფრენ ვანვლითმა 21 ქულა ჩააგდო და კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა NBA-ს პლეი-ოფის სტადიაზე.

მასპინძელთა შორის ქველაზე მეტი ქულა ბერძენმა ჯიანის ანტეტოკუმპომ მოიპოვა. 24 ქულასთან ერთად მას 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. ჯიანისის შემდეგ საუკეთესო მექულე "მილუოკის" კალათბურთელებს შორის ერიკ ბლედსოუ იყო, მან 20 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლი ჰქონდა მალკომ ბროგდონს - 18 ქულა და 11 მოხსნა. შეხვედრა ასევე ორმაგი დუბლით დაასრულა კრის მიდლტონმა - 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა. ბრუკ ლოპესმა 16 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს და 8-ჯერ მოხსნა ბურთი.


24 მაისი, მილუოკი, "ფაისერვ ფორუმი", 04:30


"მილუოკი ბაქსი"- "ტორონტო რეპტორზი"- 99:105 (32:22, 17:24, 26:26, 24:33)

სერიაში "ტორონტო" დაწინაურდა - 3:2.

შემდეგი მატჩი კანადაში გაიმართება 26 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული