კავაი ლეონარდი: გაცვლის შემდეგ ლაურის მივწერე - მოდი, რამე განსაკუთრებული გავაკეთოთ

AutoSharing Option
"ტორონტოს" ფორვარდმა კავაი ლეონარდმა "გოლდენ სტეიტთან" (114:110) ფინალურის სერიის მე-6 მატჩში გამარჯვების შემდეგ კანადურ გუნდში გადასვლის მომენტი გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიო სპურსმა" ის "რეპტორსს" დემარ დეროზანში გაუცვალა.

"გაცვლიდან იმავე დღეს თუ მომდევნო დღეს კაილს მესიჯი გავუგზავნე. მივწერე: "მოდი, რამე განსაკუთრებული გავაკეთოთ. მესმის, რომ შენი საუკეთესო მეგობარი წავიდა, მესმის, რომ ბრაზობ, მაგრამ მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ ამ გაცვლამ იმუშაოს. და დღეს ჩვენ ეს გავაკეთეთ", - თქვა ლეონარდმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული