შაკილ ო'ნილი: ჩემს დროს კალათბურთელებს მეტოქეობა უნდოდათ, ახლა ერთიანდებიან

AutoSharing Option
NBA-ს დიდების დარბაზის წევრმა, ლეგენდარულმა შაკილ ო'ნილმა გადაცემაში Jimmy Kimmel Live! თქვა, რომ არ მოსწონს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არსებული ტენდენცია, რომ სუპერვარსკვლავები გუნდებში ერთიანდებიან.

"მე არც ერთ ლოსანჟელესურ კლუბში არ წავიდოდი. ჩემს დროს კალათბურთელებს ერთმანეთთან მეტოქეობა უნდოდათ და არა გაერთიანება.

მე შევხედავდი ერთ გუნდს, რომელშიც ვარსკვლავები გაერთიანდებოდნენ და მეორეში გადავიდოდი. მე იმ კლუბს ავირჩევდი, რომელსაც სუპერვარსკვლავი დასჭირდებოდა. და ვაჩვენებდი ამ ბიჭებს, როგორ უნდა სუპერგუნდების დამარცხება", - თქვა შაკიმ.

NBA-ში არსებული შესვენების დროს "ტორონტო რეპტორზის" ფორვარდი კავაი ლეონარდი "კლიპერსში" გადავიდა, ხოლო
"ლეიკერსის" შემადგენლობა ენტონი დევისმა და დემარკუს კაზინსმა შეავსეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ამბობს? ჯერ იყო და კობისთან ერთად თამაშობდა 3 წელი რომელიც პაულ გასოლიც იყო მერე ლებრონთან
ლიქსო საუ
22:53 01-11-2020
0
საუკეთესო წლები ბრაიანტთან ერთად გაატარა, შემდეგ ვეიდთან და ბოლოს ლებრონთანაც მივიდა! ძან ვაფასებდი ამ კაცს მაგრამ ასეთი რაღაცეების დაბრეხვებას ვერ მოვუწონებ
ზვიადი
15:57 18-07-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული