NBA: ლებრონმა და დეივისმა ლეგენდების ისტორია გადაწერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აგვისტოს NBA-ის "პლეი-ოფის" პირველ სტადიის მე-5 მატჩში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "პორტლენდ ბლეიზერსი" 131:122 დაამარცხა, სერიაში 4:1 აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსის" საკუთარი რეკორდი გაუმჯობესა, ხოლო "მეფემ" და ენტონი დევისმა ერთად კალიფორნიელთა ლეგენდების - შაკილ ო'ნილისა და კობი ბრაიანტის მიღწევა დაამხეს.

ჯეიმსმა შეხვედრაში 36 ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა დააგროვა, NBA-ის ისტორიაში ყველაზე მხრცოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი 30 ქულით გაიფორმა. ეს სტატუსი აქამდეც "მეფეს" ეკუთვნოდა, ახლა კი საკუთარივე შედეგი 2 წლით გააუმჯობესა. გარდა
ამისა, "ლეიკესის" ისტორიაში ლებრონი გახდა პირველი კალათბურთელი 1988 წლის შემდეგ, რომელმაც შეხვედრა სამმაგი დუბლითა და 30+ ქულით დაასრულა.

ენტონი დევისმაც თანაგუნდელს მხარი აუბა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - 36 წუთში 43 ქულა ჩააგდო, 9-ჯერ მოხსნა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დევისი და ჯეიმსი 18 წლის შემდეგ "ლეიკერსის" პირველი წყვილია, რომელმაც ერთ შეხვედრაში 35 და მეტი ქულა ჩააგდეს. 2002 წლის 9 მაისს იგივე კობი ბრაიანტმა (36) და შაკილ ო'ნილმა (35) მოხერხეს.

სხვა შეხვედრები:

მილოუკი - ორლანდო 118:104 (4:1)

ჰიუსტონი - ოკლაჰომა 114:80 (3:2)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული