დემიან ლილარდი: რაში მდგომარეობს გამოწვევა, სად არის ინტერესი, სიამოვნება?

AutoSharing Option
"ბლეიზერსის" ლიდერმა დემიან ლილარდმა განაცხადა, რომ არ აპირებს პორტლენდის დატოვებას და სხვა ვარსკვლავებთან გაერთიანებას ტიტულის მოსაგებად.

"აქ საუბარი ორგანიზაციის ერთგულებაზე არაა. საქმე ქალაქს ეხება.

მოთამაშეები სიტუაციას აკონტროლებენ, რადგან ამისთვის ახლა უკეთესი დროა. ასეთი შესაძლებლობები აქამდე არ იყო. ამასთან პრობლემები არ მაქვს, უბრალოდ, ჩემი ხედვა განსხვავებულია. არ მინდა ამ გზით სიარული. ისინი ამას ირჩევენ, მე კი სხვა რამეს.

წასვლა? ამდენი ხნის განმავლობაში რისთვის ვიხარჯებოდი? სამ ვარსკვლავთან სათამაშოდ რომ წავიდე, ცოტას თუ შეეპარება ეჭვი, რომ ტიტულს მოვიგებ. მოვიგებდით ტიტულს, მაგრამ რაში მდგომარეობს
გამოწვევა, სად არის ინტერესი, სიამოვნება?", - თქვა ლილარდმა.

მომზადებულია complex-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ 3 სუპერვარსკლავთან უნდა შეექმნა ტრიო. მაშინ ვერ მიიღებდა 50 მილიონიან ხელფასს. ამაზე ხმაც არ ამოუღია
ზვიადი
15:43 24-08-2019
1
ჯიგარი!!!
რა მაფიაა?
23:43 23-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული