დემიენ ლილარდის 50 ქულა და "პორტლენდმა" გოგა ბითაძის "ინდიანა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "პორტლენდს" სტუმრად დაუპირისპირდა და ანგარიშით 129:139 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პერკეტზე 5:07 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი პასი მოაგროვა.

საუცხოო მატჩი ჩაატარა დემიან ლილარდმა, რომელმაც 50 ქულა, 13 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

"ინდიანადან" ჯერემი ლამბი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, ხოლო დომანტას საბონისმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ლიეტუველმა ლეგიონერმა 27 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა.

"ინდიანა" 30 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო
მატჩს 30 იანვარს შინ "ჩიკაგოსთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი-ჰიუსტონი 117:110
სან ანტონიო-ტორონტო 106:110
ატლანტა-ვაშინგტონი 152:133
მემფისი-ფინიქსი 114:109
ნიუ ორლეანი-ბოსტონი 123:108
ნიუ იორკი-ბრუკლინი 110:97
ორლანდო-კლიპერსი 97:112
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული