ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა და პირველი ადგილი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 თებერვალს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდს" ესტუმრა და ანგარიშით 117:123 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე საკმაოდ ცოტა ხანი, 5:54 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდო. ზაზამ ერთი ორქულიანი ააცილა და ორი საჯარიმოდან ერთი მოათავსა კალათში. ფაჩულიამ ასევე ერთი მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ "უორიორსმა" პირველი მეოთხედი 13-ქულიანი სხვაობით - 27:40 და მას შემდეგ მატჩის მოგების შანსი ბოლო მეოთხედის დარჩენილ წამებში ჰქონდა, თუმცა ერთხელ კევინ დურანტს არ
ჩაუთვალეს სამქულიანი და ერთხელაც კლეი ტომპსონმა ააცილა ბურთი ფარს.

ყველაზე მეტი, 50 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა. 44 ქულა მიითვალა დემიან ლილარდმა. 17-17 ქულა ჩააგდეს სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა, ხოლო ორმაგი დუბლით დაბრუნდა დრეიმონდ გრინი, რომელმაც 16 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი, 4 ბლოკი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ამ წაგებით "გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი "ჰიუსტონ როკეტსს" დაუთმო. ორივე გუნდს 44-44 მოგება აქვს, თუმცა "როკეტსს" 13 წაგება აქვს, ხოლო "უორიორსს" - 14. ამას დამატებული, ჰიუსტონელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი შინ "კლიპერსთან", 23 თებერვალს, ჩვენი დროით 07:00-ზე გამართავს. ამხელა პაუზა NBA-ს ALL STAR-ის მატჩით აიხსნება, რომელიც 18 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

იუტა-ფინიქსი 107:97
ბოსტონი-კლიპერსი 119:129
ჩიკაგო-ტორონტო 98:122
ჰიუსტონი-საკრამენტო 100:91
მემფისი-ოკლაჰომა 114:121
ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 139:117
ბრუკლინი-ინდიანა 103:108
ნიუ იორკი-ვაშინგტონი 113:118
დეტროიტი-ატლანტა 104:98
ორლანდო-შარლოტი 102:104
ფილადელფია-მაიამი 104:102
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული