"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელი: ზაზა? წარმოდგენა არ მაქვს, რა ჯანდაბას აკეთებდა დღეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" მთავარ მწვრთნელ სტივ კერს ჟურნალისტმა ზაზა ფაჩულიას შესახებ ჰკითხა, თუ კონკრეტულად რითი იყო დაკავებული ქართველი და კერმა პასუხი ხუმრობით გასცა:

"ზაზა? სადღაც ზევით იყო, ოფისში. წარმოდგენა არ მაქვს, რა ჯანდაბას აკეთებდა დღეს, უნდა ვკითხო".

სტივ კერის ხუმრობა, გარკვეულწილად, სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ზაზა ფაჩულიას პოზიცია - კონსულტანტი, ყველაზე გაურკვეველი და ამოუცნობი სამუშაოა NBA-ს კლუბში.

საქმე იმაშია, რომ კონსულტანტი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: კალათბურთის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტანტი, პიარის მხრივ მომუშავე კონსულტანტი, კლუბის შიდა საქმეებით დაკავებული კონსულტანტი. ერთი სიტყვით, ეს
სტატუსი ძალიან ფართოა და იმდენად ზოგადი, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც კი არ იცის, რას აკეთებს ზაზა.

თუმცა, ერთი რამ, რაც ყველამ იცის, ის გახლავთ, რომ მისი და კლეი ტომპსონის ხუმრობები გუნდის წევრებსა და გულშემატკივრებს მხიარულებას არ მოაკლებს.



მკითხველის კომენტარები / 2 /
კერიც მაგარი ღადო ტიპი ყოფილა. დავწყდით ხალხი სიცილით.
ნათია
13:27 04-10-2019
12
კახურად რო გადავთარგმნოთ "რა ტყუილა გაჭმევ პურსაო"
ეგრეა ჯოო
18:01 04-10-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული