NBA. რეგულარული: კავაი ლეონარდმა ლუკა დონჩიჩის "დალასი" გააჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
27 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"დალასმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 99:114 დამარცხდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. პოლ ჯორმა 26 ქულა მიითვალა.

"დალასიდან" ლუკა დონჩიჩი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა ჩაიწერა აქტივში. კრისტაპ პორზინგისმა კი 15 ქულას 10 მოხსნა დაამატა.


"დენვერმა" შინ "ვაშინგტონი" 117:104 დაამარცხა. ეს "ნაგეტსის" ზედიზედ მე-6 გამარჯვებაა და დასავლეთ კონფერენციაში 13 მოგებითა და 3 მარცხით მეორე ადგილს იკავებს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა
ჯორნად მაკრეიმ ჩააგდო. აღსანიშნავია ასევე ნიკოლა იოკიჩის 20 მოხსნა, რასაც 8 ქულა და 5 პასი დაამატა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული