ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტი დაიღუპა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდა 41 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, - ეს ინფორმაცია NBC-მ გაავრცელა.

ბრაიანტის საკუთარი ვერტმფრენი კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასის მახლობლად ჩამოვარდა და საფრენ აპარატში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ვერტმფრენში კობის მეუღლე ვანესა არ იმყოფებოდა.

ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერავის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. მან 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა  NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში და აქედან 17-ჯერ ზიდიზედ. ის 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და
2-ჯერ ფინალური სერიის MVP.

კობი მთელი კარიერის მანძილზე - 1996-2016 წლებში "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კობი იყო ლეგენდა ხომ მეთან ხმებით
გიგი
09:32 27-01-2020
0
ძალიან მოულოდნელი და სამწუხარო ინფორმაცია რაც კი შეიძლებოდა წამეკითხა :((
1

სიახლეები პოპულარული