NBA-ს 2020 წლის ALL STAR-ის მატჩის ყველა მონაწილე ცნობილია.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩი ჩიკაგოში 16 თებერვალს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 24 კალათბურთელი მიიღებს.
ფანების, მოთამაშეებისა და მედიის გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების სასტარტო ხუთეულები დაკომპლექტდა. მათთან ერთად კონფერენციების მწვრთნელებმა სათდარიგო კალათბურთელებიც აირჩიეს.
ბევრი კალათბურთელისთვის ეს სადებიუტო მატჩი იქნება ALL STAR-ზე.
აღმოსავლეთის სასტარტო ხუთეული:
- ტრეი იანგი (ატლანტა) - დებიუტი
- კემბა უოკერი (ბოსტონი)
- პასკალ სიაკამი (ტორონტო) - დებიუტი
- იანის ანტეტოკოუნმპო (მილუოკი)
- ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
აღმოსავლეთ კონფერენციის სათადარიგოები:
- ბემ ადებაიო (მაიამი) - დებიუტი
- ჯიმი ბატლერი (მაიამი)
- კაილ ლაური (ტორონტო)
- კრის მიდლტონი (მილუოკი)
- დომანტას საბონისი (ინდიანა) - დებიუტი
- ბენ სიმონსი (ფილადელფია)
- ჯეისონ ტატუმი (ბოსტონი) - დებიუტი
დასავლეთის სასტარტო ხუთეული:
- ლუკა დონჩიჩი (დალასი) - დებიუტი
- ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)
- ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)
- კავაი ლეონარდი (კლიპერსი)
- ენტონი დევისი (ლეიკერსი)
დასავლეთ კონფერენციის სათადარიგოები:
- რუდი გობერი (იუტა) - დებიუტი
- ბრენდონ ინგრემი (ნიუ ორლეანი) - დებიუტი
- ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
- დამიან ლილარდი (პორტლენდი)
- დონოვან მიტჩელი (იუტა) - დებიუტი
- კრის პოლი (ოკლაჰომა)
- რასელ უესტბრუკი (ჰიუსტონი)
6 თებერვალს კაპიტნები ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტოკოუნმპო მოცემული კალათბურთელებიდან ორ გუნდს გააკეთებენ. დრაფტი ორ რაუნდად ჩატარდება, ჯერ აირჩევენ სასტარტოს კალათბურთელებს და შემდეგ სათადარიგოებიდან.
აღსანიშნავია, რომ NBA-მ კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ ყველა მატჩის ფორმატი შეცვალა.
მატჩის პირველი სამი მეოთხედი 0:0-დან დაიწყება და გუნდები ყოველ მათგანში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე დრო გაითიშება და დანიშნავენ სპეციალურ ნიშნულს. გუნდი, რომელიც ამ ნიშნულს მიაღწევს, გაიმარჯვებს.
ფინალური ნიშნული სამი მეოთხედის ჯამში შეგროვებული ქულებით დაჯამდება და იმ გუნდს, რომელსაც მეტი ქულა ექნება, დაემატება 24 ქულა კობი ბრაიანტის სათამაშო ნომრიდან გამომდინარე.
მაგალითისთვის, თუ მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე ანგარიში 100:95 დაფიქსირდა, 100-ს დაემატება 24 და გუნდი, რომელიც 124-ქულიან ნიშნულს გადააჭარბებს, ის მოიგებს.
თითოეული საქველმოქმედო ორგანიზაციას აირჩევს, რომელსაც გამოსვლიდან გამომდინარე, ფულად სახსრებს გადასცემს: მეოთხედში გამარჯვებისთვის 100 ათას დოლარს, ხოლო მატჩში მოგებისთვის 200 ათას დოლარს.