NBA. ბითაძე არც კი ათამაშეს - დონჩიჩის არყოფნაში "ინდიანას" პორზინგისმა მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ პარკეტზე "დალას მავერიქსს" უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით დამარცხდა - 103:112.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "ინდიანას" ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს. "ბანკერსზე" შეკრებილ პუბლიკას არც NBA-ს ამომავალი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩის თამაში უნახავს, სლოვენიელმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა მისი არყოფნა გუნდს ლატვიელმა ცენტრმა კრისტაპს პორზინგისმა არ აგრძნობინა.

პორზინგისმა თავისი ლიეტუველი მეტოქე დომანტას საბონისი დაჩაგრა და "დალასს" გამარჯვებაც მოუტანა. კრისტაპსმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა და შეხვედრა 38 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. მისი თამაშის დროს
"დალასმა" მეტოქეზე 18 ქულით მეტი ჩააგდო.

საბონისმაც 36 წუთი ითამაშა, 26 ქულა ჩააგდო, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და 9 პასიც გააკეთა, თუმცა თამაშის ბოლოს მაჩვენებელი მაინც -8 ჰქონდა. ყველაზე ცუდი ამ მხრივ "ინდიანას" მეორე ცენტრი, მაილს ტერნერი იყო, რომელმაც 33 წუთი გაატარა პარკეტზე და ამ დროში "დალასმა" 18 ქულის სხვაობით აჯობა მასპინძლებს.

"პეისერსი" 31 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-5 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას კანადაში "ტორონტოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.


სხვა შეხვედრების ანგარიშები

შარლოტი - ორლანდო 100:112
კლივლენდი - ნიუ იორკი 134:139'
ვაშინგტონი - გოლდენ სტეიტი 117:125
ბრუკლინი - ფენიქსი 119:97
მაიამი - ფილადელფია 137:106
ატლანტა - ბოსტონი 115:123
მემფისი - დეტროიტი 96:82
საკრამენტო - მინესოტა 109:113
კლიპერსი - სან ანტონიო 108:105

მკითხველის კომენტარები / 4 /
შრომა, შრომა და კიდევ შრომა, წარმატების მისაღწევად აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა საკმარისი! ნუ გწყინთ, გოგას კიდევ ბევრი შრომა მოუწევს, რომ საუკეთესო იყოს!
მანჩო
18:41 04-02-2020
1
გოგა მიაფურთხე მაგ ეშმაკის ბუდეს და გადმობარგდი ევროპაში.
დათო
16:29 04-02-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული