NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ატლანტა ჰოუკსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და მეტოქე 5-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 140:135.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი ჯორჯიელთა 21 წლის გამთამაშებელი თრე იანგი გახდა, რომელმაც 48 ქულა ჩააგდო და 13 ასისტი მიითვალა.
ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-9 შემთხვევა იყო, როცა 40+ ქულა მოიპოვა. საშუალოდ იანგი 29,7 ქულას, 4,5 მოხსნასა და 9,1 ასისტს აგროვებს. იანგი საშუალო და ჯამური შედეგიანი გადაცემებით მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს ჩამორჩება, საშუალო და ჯამური ქულით კი ლიგაში მე-4 ადგილზეა ჯეიმს ჰარდენის, ჯიანის ანტეტოკუნმპოსა და დამიენ ლილარდის შემდეგ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტეფ კარის ტრავმის პარალელურად, იანგი ლიგის 1-ელ ნომრებს შორის საუკეთესო თამაშს აჩვენებს.
სხვა შეხვედრების შედეგები
ოკლაჰომა - ბოსტონი 111:112
ფილადელფია - ჩიკაგო 118:111
ვაშინგტონი - მემფისი 99:106
ჰიუსტონი - იუტა 113:114
კლივლენდი - კლიპერსი 92:133
პორტლენდი - მაიამი 115:109