"იუტა ჯაზის" ფრანგი ცენტრი რუდი გობერის მეორე მსხვერპლი "დეტროიტ პისტონსის" მძიმე ფორვარდი კრისტიან ვუდი გახდა, რომელსაც ფრანგისაგან კორონავირუსი კარიერის საუკეთესო პერიოდში გადაედო.
რუდი გობერმა კორონავირუსი ჯერ თანაგუნდელ დონოვან მიჩელს გადასდო, ახლა კი ვუდს, რომელმაც "იუტას" წინააღმდეგ გასულ შაბათს გამართულ შეხვედრაში 30 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, 11 მარტს "დეტროიტის" კალათბურთელმა საკუთარი პირადი რეკორდი მოხსნა და "ფილადელფიას" 32 ქულა ჩაუგდო.