"ლეიკერსის" ორ მოთამაშეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

AutoSharing Option
"ლეიკერსის" ორ კალათბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მოთამაშეების სახელები არ საჯაროვდება. 

ოთხშაბათს "ლეიკერსის" მოთამაშეებმა და პერსონალმა covid19-ზე ტესტირება ჩაიტარეს. კალიფორნიელებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ "ბრუკლინის" 4 კალათბურთელი დაინფიცირებული იყო. 

ტესტირება 17 კალათბურთელიდან 14-მა გაიარა. 3 მოთამაშეს რამდენიმე დღით ადრე ქალაქის დატოვების უფლება მიეცა. 

"დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "ლეიკერსის" ორ მოთამაშეს კორონავირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, მათ სიმპტომებიც აღარ აქვთ, იზოლირებულნი არიან და კლუბის ექიმები მათზე ზრუნავენ." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული