"იუტას" კორონავირუსით დაინფიცირებული კალათბურთელი: ყნოსვა და გემო დავკარგე

AutoSharing Option
"იუტას" მოთამაშე რუდი გობერი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს:

"მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია. ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ამ ვირუსის ერთ-ერთი სიმპტომია. უკანასკნელი 4 დღე ვერაფერს ვგრძნობ. ვინმე ასეთ მდგომარეობაში ყოფილხართ?" - დაწერა გობერმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, გობერი NBA-დან პირველი იყო, ვისაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ამის შემდეგ ასოციაციამ ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.  

alt"ლეიკერსის" ორ მოთამაშეს კორონავირუსი აღმოაჩნდა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული