კალათბურთის დამალული ნიუანსები

AutoSharing Option
#Sixth_Man

იცით, რამდენად ხშირად შევყავართ შეცდომაში დილეტანტობას და ზედაპირულობას?

წარმოიდგინეთ ორი კალათბურთელი, პირობითად - X და Y.

X-ის შედეგი კონკრეტულ მატჩში - 23 ქულა, 2 გადაცემა.
Y-ის შედეგი კონკრეტულ მატჩში - 8 ქულა, 11 გადაცემა.

აბა, რამდენს გაგიელვათ გონებაში, რომ X-ის მონაგარი უფრო ღირებულია, ვიდრე - Y-ის? თქვენ ხომ მტკიცებასაც დაიწყებდით, რომ მართლები ხართ, რადგან 23 გაცილებით მეტია 8-ზე?

საქმეც ამაშია...
იმ X-ის 2 გადაცემით რომ სულ მხოლოდ 3-ქულიანები ჩავარდნილიყო, ეს კალათბურთელი, ჯამში, იქნებოდა 29 ქულის შემოქმედი (23+6). ხოლო Y-ის
11 გადაცემის შემდეგ რომ მარტო 2- ქულიანები აღებულიყო, ჯამში, ეს მოთამაშე 30 ქულის შედეგს შექმნიდა (8+22).

ანუ რა გამოდის? 30>29, ხომ?

ეს არის სიმბოლური მაგალითი იმისა, თუ რაოდენ სიღრმისეულ მიდგომას მოითხოვს ეს დიდებული სპორტი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ რაიმეს ვამტკიცებთ და თუ ვამტკიცებთ, კეთილი ვინებოთ და მეტად გავერკვეთ.

ზოგადად, კალათბურთს არ უხდება მხოლოდ ციფრებით საუბარი, თუმცა ესეც პირობითია.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
კალათბურთი მარტო ქულები და გადაცემები მოხსნები და დაფარებები კიარა პირველ რიგში ჭკუით თამაშია გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე თამაშის აღება მთელი სეზონი გუნდის ლიდერობა თამაგუნდელების მომართვა წარმატებისკენ მოედანზე და მის მიღმა ჩემი აზრით სამივე მაგარია მაგრამ ჯორდანი ორივეზე ჭკვიანი მოთამაშე იყო
კახა
20:10 28-08-2020
0
სწორი შეფასებაა, თუმცა ავტორი რაღაცნაირად გვებლატავება, ვინ გაგაბრაზა ასე, ცოტა თავი შეიკავე საკუთარი ემოციებისგან და მხოლოდ ამბავი დაწერე ან გააკეთე ბლოგი და იქ წერე შენი სიტყვებით, შეფასება 0
ზურა
12:48 27-08-2020
1

სიახლეები პოპულარული