ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს ფენომენალური რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა "ჰიუსტონ როკეტსთან" მოგებულ (112:102) შეხვედრაში 36 ქულა ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4 ბლოკი მიითვალა და ამასთანავე, NBA-ს რეკორდიც დაამყარა.

აღნიშნული გამარჯვება ლებრონისთვის პლეი-ოფში მოგებული 162-ე მატჩი იყო და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიის ლიდერი გახდა.

აქამდე "მეფე" პირველ ადგილს დერეკ ფიშერთან (161) იყოფდა. ჯეიმსი ისეთ კალათბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან: ტიმ დანკანი (157), რობერტ ორი (155), კარიმ აბდულ ჯაბარი (154), ტონი პარკერი (137), სკოტი პიპენი (136), მანუ ჯინობილი (135), კობი ბრაიანტი (135)
და შაკილ ო'ნილი (129.

NBA-ს მოქმედი კალათბურთელებიდან 100-ზე მეტი გამარჯვება ლებრონის გარდა არავის აქვს. ჯეიმს პლეი-ოფის მატჩების 65% აქვს მოგებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 10 კალათბურთელს შორის, რომლებსაც NBA-ს ფინალურ სტადიებზე 200 შეხვედრაზე მეტი უთამაშიათ. 

alt"მეფემ" და დეივისმა "წვერასა" და ვესტბრუქს ანგარიში გაუთანაბრეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
3 წამიანის წესი რომ ყოფილიყო 90-იანებში ჯორდანს 2 ან 3 ბეჭედი ექნებოდა და პიპენის გარეშე 1
ლიქსო საუ
00:45 18-11-2020
0
და მაინც,ლებრონი საუკეთესოა
ჯემალ გაგნიძე
13:16 11-09-2020
2

სიახლეები პოპულარული