კრიტიკული ზღვარი. "ლეიკერსი" 3-1 დაწინაურდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის სერიის ანგარიში უკვე 3-1-ია "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" სასარგებლოდ. კალიფორნიულმა გუნდმა "დენვერ ნაგეთსი" 114-108 დაამარცხა.

"ანგელოზების" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ვოგელმა ამჯერად კლასიკური სტრატეგია არჩია ექსპერიმენტებს და ძირითად ხუთეულში მსუყე დრო მისცა დუაით ჰოვარდს, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ, თავის ორმაგ დუბლთან ერთად (12 ქულა, 11 მოხსნა), დენვერელთა მთავარი დამრტყმელი ძალის, ნიკოლა იოკიჩის ჩვეული სტატისტიკა, ფაქტობრივად, გაანახევრა - 16 ქულა, 7 მოხსნა. "ნაგეთსი", იდეაში, დარჩა ჯამალ მარეის იმედად, რომელმაც 32 ქულისა და 8 გადაცემის შესრულება შეძლო.

ფაქტია, "დენვერი" ძალიან
საშიში გუნდია და ეს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული კლუბი მხოლოდ ახლა იწყებს დიდ ასპარეზზე გასვლას.

"ლეიკერსი":
ლებრონ ჯეიმსი - 26 ქულა, 9 მოხსნა, 8 გადაცემა
ენტონი დეივისი - 34 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა
რაჟან რონდო - 11 ქულა, 5 მოხსნა, 7 გადაცემა

"ნაგეთსი":
ჯერამი გრანტი - 17 ქულა
მაიკლ პორტერ ჯუნიორი - 13 ქულა, 8 მოხსნა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია სტატიის ავტორმა სიტყვა ანგელოზები ბრჭყალებში რომ ჩასვა!!!
aburjga
10:50 25-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული