დაუფასებელი სკოტი პიპენი?

AutoSharing Option
#Sixth_Man

ფიქრობთ, სკოტი პიპენზე ყველაფერი სწორად იცით? მოდით, შევამოწმოთ.

ჩვენ გვსმენია, რომ ლეგენდარულმა სკოტიმ მაიკლ ჯორდანის გამო ძალიან დიდი ინიციატივა დათმო "ჩიკაგო ბულსში", მაგრამ რატომღაც ამ ტენდენციამ დღევანდელ გულშემატკივრებში საკმაოდ დამახინჯებული ინტერპრეტაციით მოაღწია.

ანუ ამ ყველაფერს ძალიან რადიკალურად განვიხილავთ და ვამბობთ, რომ პიპენმა ბურთი მაიკლს ჩააბარა, თვითონ კი, უბრალოდ, Role Player-ის ფუნქცია შეითავსა... ასე სულაც არ არის.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ რაიმე ინიციატივის დათმობის ხარისხზე რომ ვიმსჯელოთ, დამთმობის სათამაშო დონე უნდა განვსაზღვროთ. მაგალითად, პირობითად, კლეი ტომფსონმა კარიერის საწყის ეტაპზევე
უარი თქვა დრიბლინგის ინიციატივაზე, თუმცა  ვინაიდან სკოტის შესაძლებლობები გაცილებით მრავალფეროვანი და მაღალი დონის გახლდათ, მას არათუ რაიმე კონკრეტულ კრიტერიუმში, არამედ გუნდის ოფციის ხარისხში შეზღუდვა მოუწია. ჯორდანის გვერდით ეს ბუნებრივიც იყო.

ანუ, თუ ამბობთ, რომ სკოტი პიპენი, ძირითადად, უბურთოდ მოძრაობდა, ორიენტირებული იყო მხოლოდ დაცვაზე და მისი შეტევითი ინიციატივა ძალიან დაბალი გახლდათ, უბრალოდ, ცდებით.

სკოტი ყველაფერს აკეთებდა მოედანზე (დრიბლინგი, გადაცემა, სროლა, ფარში შესვლა, დაცვა და ა.შ.). იმდროინდელი "ჩიკაგო ბულსი" პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე, როგორც გუნდი, რომლის გამთამაშებელი ბურთის კონტროლის ინიციატორად არ მოიაზრებოდა, ბურთის ფლობას კი სწორედ პიპენი და ჯორდანი ინაწილებდნენ.

მაშინ, Floor General-ების ეპოქაში, ეს უზომოდ უჩვეულო მოვლენად აღიქმებოდა.

ზოგადად, ამას თავგანწირვა ჰქვია, რადგან სკოტი პიპენი არავისზე ნაკლები ტალანტის მქონე იყო, მაგრამ პირად სტატისტიკაზე წინ გუნდის ინტერესები დააყენა. მსგავსი პრეცედენტი "სან ანტონიო სპურსის" ადმირალმა რობინსონმა გაიმეორა, როცა ტიმ დანკანის გამო როლი საგრძნობლად შეიზღუდა საკუთარი ნებით.

ორივე შემთხვევაში, შედეგი ისტორიულად წარმატებული გამოდგა.

ასე რომ, თუ საუბრობთ სკოტი პიპენზე, ყოველთვის უნდა გაგიელვოთ გონებაში აზრმა, რომ ეს იყო ტალანტი, რომელმაც მომავალ კალათბურთელებს გუნდურობისა და ნამდვილი კალათბურთის მაგალითი მისცა.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფანტასტიური მოთამაშეა. სავალალოდ მაიკლ ჯორდანის ჩრდილში აღმოჩნდა.
ჩემის აზრით, სხვა გუნდში რომ ეთამაშა გაცილებით უფრო დაფასებული იქნებოდა.
ვატო
17:58 01-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული