გასოლის ამერიკული თავგადასავალი დასრულდა

AutoSharing Option
მარკ გასოლისთვის ამერიკული თავგადასავალი დასრულებულია.

ესპანელისთვის NBA-ს კარიერა "მემფის გრიზლში" დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 11 სეზონი გაატარა. იგი, მაიკლ კონლისთან ერთად, უდავოდ გულშემატკივრებისთვის საყვარელი მოთამაშე გახლდათ.

ამერიკული კარიერის ბოლო 2 სეზონი ესპანელმა კანადაში გაატარა, სადაც "ტორონტო რეპტორსის" შემადგენლობაში, როგორც პირად, ისე  კლუბის ისტორიაში NBA-ს პირველი ჩემპიონობა მოიპოვა.

მარკი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, რომლის ფორმითაც ევროლიგის მოგებას შეეცდება.

სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოდან აღსანიშნავი NBA-ს 2013 წლის საუკეთესო დამცველის ტიტულია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა ფორმაში შევიდა კაცო, საუკეთესო წლები კარგა ხანია მოიტოვა. ტორონტოშიც უბრალოდ ქონდა ისევ კარიერის ბოლოს მცირე აღმაფრენა. გუნდმაც შეუწყო ხელი, თუმცა თითონაც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. აწი წინსვლა ვეღარ ექნება, 35-ის არის.
გუგა
22:27 02-10-2020
0
საუკეთესო ფორმაში შევიდა და ახლა ევროპა???
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული