საკალათბურთო დღესასწაული გრძელდება[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 ოქტომბრის გამთენიისას, NBA-ს სუპერფინალის მე-5 მატჩი გაიმართა, სადაც "მაიამი ჰიტმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 111:108 დაამარცხა.

ფლორიდელების რიგებიდან ჯიმი ბატლერი და დანკან რობინსონი იყვნენ გამორჩეული. ჯიმის ანგარიშზე 35 ქულა 12 მოხსნა 11 გადაცემა 5 ჩაჭრა და 1 ბლოკი იყო, ხოლო რობინსონის 26 ქულა 7/13-დან სამქულიანი.

აღსანიშნავია, რომ ბატლერმა 47:11 წუთი ითამაშა და დაისვენა მხოლოდ და მხოლოდ 49 წამი.

კალიფორნიელების მხრიდან ლებრონი - დევისის დუეტმაც შესანიშნავი მატჩი შემოგვთავაზეს.

"მეფემ" 40 ქულა 13 მოხსნა 7 გადაცემა და 3 ჩაჭრა, ხოლო ენტონი
დევისმა 28 ქულა 12 მოხსნა 3 გადაცემა 3 ჩაჭრა და 3 ბლოკი მიითვალა.

მიუხედავად გამარჯვებისა სერიაში მაინც "ლეიკერსია" წინ, ანგარიშით 3:2.

შემდეგი მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30-ზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატლერი მაგარია ,მაგრამ მეფე მეფეა და თუ გინდათ შეე@ით. საბოლოო ანგარიში 4-2
jaba
10 ოქტომბერი 2020 12:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული