10:55 23-01-2021
"ინდიანამ" მოიგო! გოგა მიზერული დროით დაიტვირთა [VIDEO]
AutoSharing Option
სამწუხაროდ, გოგას სათამაშო დრო ზედიზედ მეორე მატჩში არ მისცეს, დღევანდელ დღეს გოგამ პარკეტზე 20 წამი დაჰყო, ამის მიზეზი გუნდის მთავარი ცენტრის, მაილის ტერნერის დაბრუნება და კარგი თამაში გახლდათ.
ტერნერის ანგარიშზე 22 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება გახლდათ.
საუკეთესო მექულე მალკომ ბროგდონი იყო, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა გუნდის უპირობო ლიდერმა დომანტას საბონისმა. მის ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება “ორლანდოს”, საუკეთესო გუნდის ფრანგი ვარსკვლავი ევან ფურნიე გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
კარგი მატჩი ჩაატარა ნიკოლა ვუჩევიჩმაც, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა შესძინა.
“ინდიანა” 9 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კომფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება “ორლანდოს”, 7 გამარჯვებითა და 9 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.
მომდევნო მატჩს “ინდიანა” 25 იანვარს, “ჩიკაგოს” წინააღმდეგ გამართავს. “ორლანდო ამავე რიცხვში “შარლოტს” დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
არავითარი პერპექტივა მაგ გუნდს არ აქვს, უნდა გადავიდეს სხვაგან.
2
0
თვითონ რა არ იცის რომ ასე ვერ განვითარდება თუ დაბმული ყავთ, მაგრამ ეტყობა შეეჩვია ფსიქოლოგიურად,როგორც ჩვენ ჩაქვჩიჩინებენ, რომ ქართველები ყველაზე უვარგისები ვართ,რადგანაც ვერ ვირგებთ მათ გარყვნილ იდეოლოგიას
5
2
ამან სანამ გვიან არარის ევროპაში დაბრუნდეს ჯობია თორე უთამაშებელი ფორმას ვერანაირად ვერ აღიდგენს და მთლად დაიკარგება. იმის მესამედი აღარაა რაც აქ იყო.
3
0
პატარა ბიჭია, დიდი ფულით.
3
2
სადამდე შეიძლება ასე, არ ათამაშებენ და რა ქულები უნდა დააგროვოს, რომც ათამაშონ 10-15 წუთი მაინც ვერაფერს იზამს, რადგან თვითდაჯერებულება დაკარგული აქვს და ყოველთვის იქნება შებოჭილი, მაგას ჭირდება მეტი სათამაშო დრო და მეტი თავისუფლება და არავისზე ნაკლები კალათბურთელი არ არის, თუ ასე გაგრძელდა სხვა გუნდში უნდა გადავიდეს, ანდა ევროპაში სიამოვნებით აიყვანენ
8
1
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული