სანამ უშუალოდ კალათბურთელების სტატისტიკაზე გადავალთ, ორივე გუნდმა ჯამში 42 სამქულიანი ჩააგდო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგია.
გამარჯვებულთა რიგებიდან კელი უბრემ, როგორც იქნა, მასზე გაცემული ავანსები გაამართლა. კელის ანგარიშზე 40 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +18 იყო.
კარგი მატჩი ჩაატარა სტეფ კარიმაც, რომელმაც თავი 28 ქულით, 3 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
დრამონდ გრინის ანგარიშზე 11 ქულა, 6 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
რაც შეეხება "დალასს", საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა.
კარგი მატჩი ჩაატარა ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმაც, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.
12 მოგებითა და 10 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, შეხვედრას შეხვედრაზე აგებს "მავერიქსი". "დალასის" ანგარიშზე 9 მოგება და 14 მარცხი გახლავთ. ამ შედეგით ისინი ამავე კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ "დალასმა" ბოლო 8 შეხვედრიდან 7 წააგო.
ეს გუნდები 7 თებერვალს ისევ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ჯეიმსი და დურანტი ცხრილის სათავეში! "ყველა ვარსკვლავის" ხმების პირველადი შედეგები გამოვლინდა [PHOTO]