მასპინძელთა რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა "ჯაზის" საუკეთესო მე-6 კაცმა ჯორდან კლარკსონმა, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. ჯორდანმა 8/13 სამქულიანი ჩააგდო და დაეხმარა საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში.
გამოირჩა დონოვან მიტჩელიც, რომელმაც 24 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მოწინააღმდეგე ბანაკიდან 2-მა კალათბურთელმა ჯამში 78 ქულა დააგროვა.
საუკეთესო ბენ სიმონსი გახლდათ, რომელმაც თავი 42 ქულით, 9 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ბენს მხარი ტობიას ჰარისმა აუბა, რომელმაც საკუთარ გუნდს 36 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2-იც დაფარება შესძინა.
"ფილას" რიგებიდან გუნდის საუკეთესო მოთამაშემ, ჯოელ ემბიდმა ზემოხსენებული შეხვედრა გამოტოვა.
"იუტა ჯაზი" ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. მათ ანგარიშზე 23 მოგება და 5 მარცხი გახლავთ, რითაც დასავლეთ კონფერენციის სათავეში იმყოფებიან.
თავის მხრივ, "ფილადელფია" 18 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
"ჯაზი" 18 თებერვალს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება. "ფილა" ამავე რიცხვში "ჰიუსტონს" დაუპირისპირდება.
კარიერის საუკეთესო მაჩვენებელთან ახლოს... ლუკა დონჩიჩი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]