მასპინძელთა რიგებიდან ლებრონ ჯეიმსმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. "მეფის" ანგარიშზე 32 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა კარიერაში 35 000 ქულას გადააბიჯა.
ენტონი დევისის არყოფნაში ჯეიმსს მხარი კაილ კუზმამ აუბა, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "ბრუკლინს", საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
კაირი ირვინგმა გუნდს 16 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
22 მოგებითა და 8 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს.
თავის მხრივ, "ბრუკლინი" 19 გამარჯვებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთში ასევე მე-2 ადგილზე იმყოფება.
"ყვითლები" 21 თებერვალს "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.
"ბრუკლინი" 22 თებერვალს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" შეხვდება.
სხვა მატჩების შედეგები:
"მილუოკი" - "ტორონტო" - 96:110
"საკრამენტო" - "მაიამი" - 110:118
ბოლო 21 შეხვედრიდან "იუტამ" 20 მოიგო... "კლიპერსი" დამარცხებულია [VIDEO]