მარის 50 ქულა, ევროპელის სამმაგი! "დენვერის" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 თებერვალს "კლივლენდ კავალიერსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 120:103 დასრულდა. 

"დენვერის" რიგებიდან ჯამალ მარიმ ფანტასტიკური შეხვედრა გამართა, რომელმაც გუნდს 50 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა. ევროპელის ანგარიშზე 16 ქულა, 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. 

"კლივლენდის" რიგებიდან კოლინ სექსტონი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

ჯერეტ ალენმა აქტივში 20 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე
დაფარება ჩაიწერა. 

16 მოგებითა და 13 მარცხით "დენვერი" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. 

რაც შეეხება "კლივლენდს", 10 გამარჯვებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 ადგილს იკავებს. 

"ნაგეტსი" მომდევნო მატჩს 22 თებერვალს "ატლანტა ჰაუქსის" წინააღმდეგ გამართავს. 

თავის მხრივ, "კავალიერსი" ამავე რიცხვში "ოკლაჰომა სითი თანდერსს" დაუპირისპირდება. 

altემბიდის 50 ქულა და გამარჯვება! კამერუნელი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული