დღეს, 29 მარტს, "ტორონტო რეპტორსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 122:117 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო პასკალ სიაკამი გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
კარგი მატჩი ჩაატარა ფრედ ვანვლიტმა, რომელმაც თავი 20 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "პორტლენდს", სუპერდუეტმა მორიგი კარგი შეხვედრა გამართა. დემიენ ლილარდის ანგარიშზე 22 ქულა, 3 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
სიჯეი მაკალუმმა 23 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, 18 მოგებითა და 28 მარცხით "ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. "ტრეილბლეიზერსი" 28 გამარჯვებითა და 18 მარცხით დასავლეთში მე-6 ადგილზე იმყოფება.
"ტორონტო" მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს. "პორტლენდი" 1-ელ აპრილს ამავე "დეტროიტს" დაუპირისპირდება.