დღეს, 30 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 132:124 დაამარცხა.
"პეისერსის" შემადგენლობაში მცირედი დროით, თუმცა შედეგიანი თამაშით გამოირჩა გოგა ბითაძე. ქართველმა მოედანზე 7:03 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 1 მოხსნა, 1-იც შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება დააგროვა. გოგამ 3 ნასროლი ბურთიდან 3-ივე გამოიყენა, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 2 მცდელობიდან 1 ჩააგდო.
"ინდიანას" რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 35 ქულით, 11 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
"ვაშინგტონის" რიგებში რასელ უესტბრუქმა 3 რეკორდი დაამყარა. გამთამაშებელმა შეუდარებელი შეხვედრა ჩაატარა. "კუნინძას" ანგარიშზე 35 ქულა, 14 მოხსნა, 21 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
რასელის რეკორდები შემდეგში მდგომარეობს:
1. პირველი მოთამაშე, რომელმაც 35+ ქულა, 20+ გადაცემა, 10+ მოხსნა გააკეთა.
2. "ვაშინგტონის" რეკორდი - მე-16 სამმაგი დუბლი
3. NBA-ს რეკორდი - მე-4 20+ ქულიანი, 20+ გადაცემიანი სამმაგი დუბლი.
ამრიგად, 21 გამარჯვებითა და 24 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, 17 მოგებითა და 28 წაგებით დედაქალაქელები ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებენ.
"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 1-ელ აპრილს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს "ვაშინგტონი" 31 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.