გოგას მცირედი დრო და კარგი შედეგიანობა! რასელ უესტბრუქის ისტორიული საღამო... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 132:124 დაამარცხა.

"პეისერსის" შემადგენლობაში მცირედი დროით, თუმცა შედეგიანი თამაშით გამოირჩა გოგა ბითაძე. ქართველმა მოედანზე 7:03 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 1 მოხსნა, 1-იც შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება დააგროვა. გოგამ 3 ნასროლი ბურთიდან 3-ივე გამოიყენა, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 2 მცდელობიდან 1 ჩააგდო.

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 35 ქულით, 11 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ვაშინგტონის" რიგებში რასელ უესტბრუქმა 3 რეკორდი დაამყარა. გამთამაშებელმა შეუდარებელი
შეხვედრა ჩაატარა. "კუნინძას" ანგარიშზე 35 ქულა, 14 მოხსნა, 21 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.

რასელის რეკორდები შემდეგში მდგომარეობს:

1. პირველი მოთამაშე, რომელმაც 35+ ქულა, 20+ გადაცემა, 10+ მოხსნა გააკეთა.

2. "ვაშინგტონის" რეკორდი - მე-16 სამმაგი დუბლი

3. NBA-ს რეკორდი - მე-4 20+ ქულიანი, 20+ გადაცემიანი სამმაგი დუბლი.
ამრიგად, 21 გამარჯვებითა და 24 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, 17 მოგებითა და 28 წაგებით დედაქალაქელები ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებენ.
"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 1-ელ აპრილს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს "ვაშინგტონი" 31 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგა რაც შეიძლება უნდა მოუმატო პირადი მწვრთნელი მინუსებზე გაასკაცებული შრომა პლიუსების კიდე უფრო დახვეწა მეტი სპორტული ნაგლობა მეტი თავდაჯერულობა როცა ისვრი არცერთი წამოთ არ გაივლო თავში რომ ააცილებ სტეპიც აცილებს ისროლე ყოველთვის როცა საშუალება მოგეცემა და ნუ იფიქრებ რომ ააცილებ ასე უფრო თავდაჯერებული გახდები იმედია წაიკითხავ ფსიქოლოგიურად შენ უფრო იცი საკუთარი თავი რაზე უნდა იმუშაო წარმატებები მაგათ ზაონის მომენტი თავზე უნდა გადავახიოთ ქართული ჟინი აჩვენე
კახა
01:38 31-03-2021
0
მართალია მოხსნები ცოტა აქვს, მაგრამ როცა კალათბურთელი შვიდ წუთში რვა ქულას აკეთებს, მგონი მეტად უნდა დატვირთო.
ჯუჯი
17:08 30-03-2021
0

სიახლეები პოპულარული