გოგამ შედეგიანობას უმატა, მისი გუნდი კი კვლავ აგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 აპრილს "ინდიანა პეისერსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით 97:114 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 10:47 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი გუნდში კვლაც ყველაზე მაღალი იყო (+7), თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი მაინც მაილის ტერნერს ენდო, რომელმაც გუნდს 7 ქულა, 8 მოხსა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1-იც ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი -21 გახლდათ.

კარის ლევერტმა თავი 16 ქულით, 4 მოხსნით, 5 შედეგიანი
გადაცემითა და 2 ჩააჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება შარლოტს, საუკეთესო მაილის ბრიჯისი გახლდათ, რომელმაც აქტივში 23 ქულა, 10 მხოსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, 21 გამარჯვებითა და 26 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, "შარლოტი" 25 მოგებითა და 23 წაგებით ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება, "შარლოტი" 5 აპრილს "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რამდენიმე წლის წინ დავწერე რომ თორნიკე შენგელია გახდებოდა ევრო ლეგენდა (NBA ლეგენდობაზე არ მიცეს საშუალება იგივე NBA მამებმა სამწუხაროდ) და გახდა კიდეც არ დამიწყოთ ახლა რუსული არმიის კლუბი და რაღაცები მე ვარ ადამიანი რომელიც რუსეთს რა და რო ვეთანხმები ყველაფერს "საუკეთესოს რუსეთის და მისი მმართველი ელიტის მიმართ" ხოდა შორიდან შემოვუარე მაგრამ გოგა ადრე თუ გვიან გახდება NBA_ის ლეგენდა და ვინც არ დამეთანხმებით სულ კარგად ბრძანდებოდეთ და ფრიად ძალიან კარგად თქვენი დიზლაიქებით გამგები გაიგებს ჩემს ვითომ და კორექტულობას გოგას თორნიკეს გიორგის დუდას და სხვა ბევრ ქართველ ტალანტ კალათბურთელს კარგ საკალათბურთო იღბალს და საერთოდ ყოველიო საუკეთესოს
აკინ
03 აპრილი 2021 23:56
0
ეს მწვრთნელი ვინ ყოფილა, არ ხედავს მცირე დროში რა კარგი სტატისტიკა აქვს, მე მჯერა რომ, თუ მეტ დროს მისცემენ სათამაშოდ, მეტ ბურთსაც ჩააგდებს და მეტადაც გაიხსნება, მეტი დავდაჯერებულებაც მოემატება
Nukri
03 აპრილი 2021 11:54
1
რატომღაც მგონია,რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი,კარგად არ გესმით რა არის.მისი მოედანზე ყოფნის დროს,თამაშის ანგარიშს გულისხმობთ და ეს,სულ სხვა რამეა.
სოსო
03 აპრილი 2021 11:24
4
ქ.გ-მ ზუსტად განმარტა.ჩემს კლავიატურაზე,ინგლისური ტექსტის სრულფასოვნად აკრეფას ვერ ვახერხებ.მარგი ქმედების კოეფიციენტი კი,პროცენტებში გამოისახება და საერთოდაც არ შეესაბამება საკალათბურთო სტატისტიკას.მხოლოდ ზუსტი სროლის პროცენტის გამოყვანა უახლოვდება, მის არსს,სხვა სათამაშო კომპონენტებს კი,უბრალოდ ვერ შეაფასებს
სოსო
03 აპრილი 2021 21:26
0
სოსო მადლობა კიდევ კარგი გვითხარი.
მადლობა
03 აპრილი 2021 17:15
0
ყველა გამოხმაურება
არაუშავს, ესე უნდა გააგრძელოს და მიხვდებიან ვის უნდა მისცენ მეტი დრო.
გულშემატკივარი.
03 აპრილი 2021 11:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული