ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა დომანტას საბონისი. ახალგაზრდა ქართველი კი კვლავ სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა, თუმცა ბოლო მატჩებში თავის გამოჩენა ბითაძეს დაუფასდა და მას სათამაშო დრო გაეზარდა. ამჯერად გოგამ 18 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 6 მოხსნა, ბევრისთვის საშური 5 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ინდიანელთაგან 34 ქულით საუკეთესო იყო კარის ლევერტი, ხოლო საბონისმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა. 25 მოგებითა და 27 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 აპრილს, შინ "კლიპერსთან" ელის.
GBF
44 ქულა და მხოლოდ 2 აცილებული ბურთი.. "ტორონტოში" ახალი ვარსკვლავი იბადება [VIDEO]