სუპერდუეტმა ახალგაზრდები ოვერტაიმში დაამარცხეს და პლეიოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 აპრილს, “ვაშინგტონ ვიზარდსმა” “ნიუ ორლეანს პელიკანსს” უმასპინძლა და რთულ დაპირისპირებაში 117:115 დაამარცხა. 

დედაქალაქელთა რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 15 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

შესანიშნავად ითამაშა ბრედლი ბილმაც, რომელმაც თავი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

რაც შეეხება “პელიკანსს”, ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა ბრენდონ ინგრამმა, რომელმაც 34 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, 22 გამარჯვებითა და 33 მარცხით დედაქალაქელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფებიან, “პელიკანსი” 25
მოგებითა და 31 წაგებით დასავლეთში მე-11 ადგილს იკავებს. 

“ვიზარდსი” მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ გამართავს, “ნიუ ორლეანსი” ამავე რიცხვში “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდება.

altბითაძის შედეგიანი თამაში “იუტას” ძლევისთვის საკმარისი არ გამოდგა[VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა იყოს: სუპერდუეტმა დაამარცხა და გადადგა.
გულშემატკივარი
19:01 17-04-2021
0

სიახლეები პოპულარული