დღეს, 20 აპრილს, "ფილადელფიამ" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 107:96 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან გუნდის ლიდერი ჯოელ ემბიდი გამოირჩა, რომელმაც თავი 28 ქულით, 13 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", წარმოუდგენელ თამაშს თამაშობს სტეფ კარი. "ოქროს ბიჭუნამ" 49 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სტეფმა 17 ნასროლი სამქულიანიდან 10 ჩააგდო.
ამრიგად, 39 მოგებითა და 18 წაგებით "ფილადელფია" აღმოსავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზე იმყოფება. 29 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით "უორიორსი" დასავლეთში მე-9 ადგილს იკავებს.
"ფილადელფია" მომდევნო შეხვედრას 22 აპრილს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს. "გოლდენ სტეიტი" იმავე რიცხვში "ვაშინგტონ ვიზარდსს" შეხვდება.