დაძაბული დაპირისპირება კალიფორნიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 მაისს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 101:99 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე კაილ კუზმა გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

ენტონი დევისმა თავი 20 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "ნიქსს", ჯულიუს რენდლის ანგარიშზე 31 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

დერიკ როუზმა გუნდს 27 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. 

ამრიგად, 39 მოგებითა და
30 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. "ნიქსი" 38 გამარჯვებითა და 31 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. 

კალიფორნიელები მომდევნო შეხვედრას 13 მაისს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავენ. "ნიუ იორკი" 14 მაისს "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება. 

altუესტბრუქის ზღაპრული საღამო და ისტორიული რეკორდის დამხობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული