გოგა სოლიდური დროით დაიტვირთა და იმედებიც გაამართლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მაილს ტერნერის ტრავმითა და საკუთარი შრომით მოპოვებულ დროს გოგა ბითაძე შედეგიანად იყენებს. NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ინდიანა პეისერსი" "მილუოკი ბაქსთან" 133:142 დამარცხდა, გოგა ბითაძემ კი ამ შეხვედრაში 24 წუთი ითამაშა.

მიმდინარე სეზონში ამაზე მეტი – 25 წუთი გოგამ 8 აპრილს, "მინესოტასთან" მოგებულ მატჩში ითამაშა და NBA-ში პირადი რეკორდი – 14 ქულაც მოაგროვა. გასულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანი იყო, თუმცა რეკორდზე არ წასულა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, როგორც ვთქვით, მან 24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა,
6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ინდიანელთაგან 23 ქულით და 7 პასით საუკეთესო ტიჯეი მაკკონელი გახლდათ, 26 ქულით ბომბარდირი ჯასტინ ჰოლიდეი გახდა, ხოლო დომანტას საბონისმა 10 ქულა, 14 პასი და 6 მოხსნა მიითვალა.

33 მოგებითა და 37 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და დიდი ალბათობით, პლეი-ოფში გასასვლელად ახალ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანახმადაც, კონფერენციის VII-X ადგილებზე გასული გუნდები პლეი-ოფის 2 საგზურს საკვალიფიკაციო მატჩებში გაითამაშებენ. 

GBF

altდაძაბული ბოლო წამები, შეცდომა და დასანანი მარცხი... [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
საბონისმა მიიღო ტრავმა და მას შემდეგ ითამაშა გოგამ.ისე ჩანს,რომ გუნდი,მაინც ნაკლებად ენდობა მას.ნაკლებად ტვირთავენ.თუმცა ამდენი სათამაშო დრო თუ მისცეს,ფორმაშიც შევა.იქნებ პლეი ინისათვის მაინც ჩადგეს ნორმალურ ფორმაში და თავდაჯერება მოიპოვოს.
სოსო
15:56 14-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული