"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ვარსკვლავმა სტეფ კარიმ ყველაზე ძლიერ დამცველად, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია, ევერი ბრედლი დაასახელა. შეგახსენებთ, 2021/22 წლების სეზონში ხსენებული კალათბურთელები "ოქროსშტატელების" შემადგენლობაში ერთად იასპარეზებენ.
"ის ნამდვილი ბულდოგია. კითხვაზე, რომელია ყველაზე ძლიერი დამცველი ჩემთვის, ყოველთვის ვუპასუხებ, რომ ბრედლი. ის დაუნდობელია, ფიზიკურად კარგად მომზადებული; ამასთანავე, სწრაფია და კორტსაც მშვენივრად ხედავს. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ გუნდურ დაცვაშიც შესანიშნავია", - განაცხადა სტეფმა.
შეგახსენებთ, ევერიმ გასული სეზონი "მაიამი ჰიტის" შემადგელობაში დაიწყო, თუმცა შემდეგ "ჰიუსტონ როკეტსში" გაცვალეს. საერთო ჯამში, 27 შეხვედრა გამართა, თავი
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
29 სამქულიანი ბოლო 3 შეხვედრაში! სტეფ კარის შეჩერება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია [VIDEO]