ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანამ" მორიგი საგამოფენო შეხვედრა გამართა. ბოლო მატჩში "პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და 94:110 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე გოგა ბითაძე გახლდათ. ქართველმა სპორტსმენმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 18 ქულით, 6 მოხსნითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, ბოლო მატჩები გოგამ აშკარად ჩააგდო (0-4-3 ქულა დააგროვა), დღევანდელი მატჩით კი კრიტიკოსებს პასუხი საჯაროდ გასცა.
სტუმართა რიგებიდან ჩედო ოსმანი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 1
4 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "პეისერსმა" პრესეზონის ეგიდით 4 შეხვედრა გამართა, საიდანაც 2 მოიგო, 2 კი დათმო.
რაც შეეხება 2021/22 წლების სეზონს, "ინდიანა" გათამაშებაში 21 ოქტომბერს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ ჩაერთვება, "კავალიერსი" იმავე რიცხვში "მემფის გრიზლს" დაუპირისპირდება.
მიდი რემბოევიჩ შაუბერე ჩვენებურად,კახურად!